jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ქართულ რესტორანში „Chama Mama“ გამართულ ღონისძიებაზე, 10 ადგილობრივი იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი იყო  120 ქართული ღვინო, რომლებიც უკვე წარმატებით იყიდება აშშ-ის ბაზარზე.
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE ღვინის ეროვნული სააგენტოდა აცნობეს,  პოტენციურ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ 118 ღვინის ისეთ ნიმუშს, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
 
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ღვინით ვაჭრობის სფეროსა და  მედიის   100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. 
 
ქართული ღვინის საექსპორო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დეგუსტაციები ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოშიც გაიმართა. 
 
950