jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე კონცენტრაცია გამოავლინა, რომელიც წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება გასულ წელს, სს „ქართული ლუდის კომპანიას“ მიერ შპს „ზედაზენი 2012-ის“ 100%-იანი წილის შეძენას. როგორც შესაბამის ბრძანებაშია აღნიშნული, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის სს „ქართული ლუდის კომპანია“ 40 000 ლარით დაჯარიმდა.

ამასთან, სააგენტომ აღნიშნულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გარიგება კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

„სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2023 წელს, მოქმედებდა - 215 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა - 464 757 669 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი - 2 590. რაც შეეხება ლუდის ბაზარს ამავე წელს - ბაზარზე მოქმედებდა - 75 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა - 90 532 597 ლიტრს, ბაზრის კონცენტრაციის - HHI ინდექსი - 1888.

სააგენტოს შეფასებით, არაალკოჰოლური სასმელების ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ინდექსის მაქსიმალურ მაჩვენებელს (2250). ლუდის ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, ხოლო სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარი დაბალკოცენტრირებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია“,- აღნიშნავენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.

103