janmedi
ავერსი ნემო

2026 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 826 ტონა ლოკოკინები, 3.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 75%-ით (353 ტონა), ხოლო ღირებულება 67%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

უწყების ცნობით, ლოკოკინების საექსპორტო ბაზრებია საფრანგეთი (71%) და თურქეთი (29%).

61