jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, აუცრელი პირები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რესტორნებში, სასტუმროებში და სავაჭრო ცენტრებში ვეღარ შედიან. 
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი, ამიტომაც ეს პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.
 
„ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა მე პირადად მივესალმები ცალკეული ბიზნესის ინიციატივებს გახდნენ თვითონ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი და თავისი გადაწყვეტილებით მათ აქვთ უფლება, რომ გარკვეული რეგულაციები თავისი ობიექტის შიგნით შემოიღონ“, - განაცხადა თურნავამ.
1025