jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

მომავალ მინისტთა კაბინეტის წარმომადგენლებს დღეს რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 24 დეკემბრის სხდომაზე გადის.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა.

ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა.  მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა: 

პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი

იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე 

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი 

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი 

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი

1831