jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
გამოქვეყნდა 2021 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან $1.01 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა, ეს პანდემიის დაწყებიდან იმპორტის მაქსიმალური მოცულობაა. 2020 წელთან შედარებით იმპორტი 40.6%-ით, ანუ $293 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. 
 
მიმდინარე წლის 11 თვეში ჯამურმა იმპორტმა $9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 24.5%-ით მეტია. 
 
იმპორტზე უფრო მაღალი ტემპით - 43%-ით გაიზარდა ექსპორტი, რომელმაც ნოემბერში $430 მილიონი დოლარი შეადგინა. თანხობრივად ექსპორტის ზრდა $129 მილიონს შეადგენდა. 
 
მთლიანობაში, მიმდინარე წლის 11 თვეში ქართული ექსპორტის მოცულობა $3.82 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 26.7%-ით არის გაზრდილი. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, რის შედეგადაც გაირკვევა, უშუალოდ რომელი დასახელების პროდუქტების იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა ნოემბრის განმავლობაში.
914