gorgia
ავერსი legi

ოქტომბერში მშენებლობა როგორც წლიურ, ასევე თვიურ ჭრილში გაძვირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მშენებლობის ღირებულების ოქტომბრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით , ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.02 %-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.1%-ით;
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.5 %-ით;
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 %-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.4 %-ით.

მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.2%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 5.2%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 4.03% და 0.32%-ლი პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2025 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.7%-იანი ზრდით, რამაც 0.45 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.2%-ით.

100