jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
2021 წლის 23 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პეკინის ინოვაციების ცენტრში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით "საქართველო - ღვინის სამშობლო", რომელსაც ესწრებოდნენ პეკინში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა  და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ასევე, წამყვანი მედია საშუალებები. 
 
ღონისძიების დროს საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ გააცნო დამსწრე საზოგადოებას, ქართული ღვინის უნიკალური კულტურის შესახებ და ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, ქვევრის ღვინის წარმოებაზე, რომელიც წარმოადგენს კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. 
 
ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩეველმა, პროფესორმა ადამ ჰუანგმა ისაუბრა ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე და ჩინეთის ბაზარზე ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.
 
მიღების დროს, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ. ასევე, გაიმართა ქართველი მოქანდაკის ალექსანდრე გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა. 
 
სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ 20-მდე ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის, მათ შორის ქვევრის ღვინოები.
991