დიზაინ ჰაუსი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 24.0 პროცენტით არის გაზრდილი.
საქსტატის განმარტებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 3.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე 8.9-პროცენტიანი ზრდა კერძო სახლების სეგმენტში.
2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ასევე ორივე სეგმენტში: ბინებზე – 12.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 18.0 პროცენტით.

ახალაშენებული ბინების სეგმენტში თბილისის უბნების მიხედვით კვადრატული მეტრის ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 4,941 ლარი; ვაკე – 4,204 ლარი; საბურთალო – 3,333 ლარი; ჩუღურეთი – 3,212 ლარი; კრწანისი – 3,118 ლარი; დიდუბე – 2,881 ლარი; ნაძალადევი – 2,824 ლარი; გლდანი – 2,698 ლარი; ისანი – 2,668 ლარი; სამგორი – 2,630 ლარი. 

120