2025 წლის დეკემბერში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში უნაღდო დანახარჯებზე წლიურად 42%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 36 ლარი შეადგინა.
ამავე თვეში, „თიბისი ბანკის“ არხებით, რეზიდენტებმა რესტორნებში უნაღდო დანახარჯების 68%, ხოლო არარეზიდენტებმა 32% დახარჯეს.
თიბისი ბანკის არხებით, 2025 წლის დეკემბერში, რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 27 ლარს გაუტოლდა.
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 94%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 140 ლარი დაფიქსირდა, რაც მიმდინარე თვეში რეზიდენტების მაჩვენებელს დაახლოებით 5-ჯერ აღემატებოდა.