
მზის ენერგიის ხსენებაზე, უმეტესობა ჩვენგანს სოლარ პანელები, ინვერტორები ან ბატარეები გვახსენდება, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სოლარ კაბელი მზის ენერგიის პროექტების ხარჯების მხოლოდ 4-5%-ს შეადგენს, ის ფოტოელექტრული სისტემების უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და გრძელვადიანი ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
სოლარ კაბელის უმთავრესი ფუნქციაა, საიმედოდ გადასცეს გამომუშავებული ენერგია ინვერტორებსა თუ ბატარეებს და მინიმუმამდე შეამციროს ენერგიის დანაკარგი. შესაბამისად, სოლარ კაბელი არა მხოლოდ ტექნიკური საჭიროება, არამედ მთლიანი სისტემის გამართულად მუშაობის გარანტია. არასწორად შერჩეულმა კაბელებმა შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს მთლიანი პროექტის უსაფრთხოება, გამოიწვიოს მზის პანელების გადახურება და გამომუშავებული ენერგიის დაკარგვა.
„საქკაბელის“ სოლარ კაბელები მზის პანელების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის
„საქკაბელი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, საქართველოში წარმოებული სოლარ კაბელი შესთავაზა. პროდუქტს UV სხივებისა და ძლიერი უამინდობის მიმართ განსაკუთრებული მედეგობა გამოარჩევს – მისი სამუშაო ტემპერატურა 90-120°C-ს უტოლდება, მაშინ, როცა სტანდარტული კაბელებისათვის აღნიშნული პარამეტრი ხშირად 70°C-ს არ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელების მინიმალური სამუშაო პერიოდი 25 წელია, რომელიც ხშირ შემთხვევაში უდრის ან აღემატება თავად მზის პანელების საექსპლუატაციო პერიოდს. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, პროდუქტი ორმაგ იზოლაციასა და მღრღნელებისგან საწინააღმდეგო დანამტს შეიცავს, რაც მას დაზიანებებისგან საიმედოდ იცავს.
საერთაშორისო სტანდარტი გრძელვადიანი ღირებულების შესაქმნელად
„საქკაბელის“ სოლარ კაბელები EN 50618:2014 და IEC 62930:2017 სტანდარტებთან შესაბამისობაში მზადდება და ფლობენ TÜV Nord-ისა და ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტის“ უსაფრთხოებისა და ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატებს.
7 თვიანი ინტენსიური ტესტირების პროცესში, პროდუქციის ისეთი პარამეტრები შეფასდა, როგორიცაა: UV რეზისტენტობა, მექანიკური სიმძლავრე, ელექტრული მახასიათებლები, იზოლაციისა და გარსაცმის შემადგენლობა, ტემპერატურული გამძლეობა, ჰალოგენისა და მხუთავი აირების შემცველობა და სხვ. ჩატარებულმა ტესტებმა კი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „საქკაბელის“ სოლარ კაბელები სრულად პასუხობენ თანამედროვე ენერგოსისტემების მოთხოვნებს.
მზის ენერგიის ინფრასტრუქტურა სწორად შერჩეული კაბელით იწყება. „საქკაბელის“ სოლარ კაბელები კი შექმნილია მზის ფოტოელექტრული სისტემების გრძელვადიანი ფუნქციონირებისათვის და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ისინი ხელს უწყობენ როგორც განახლებადი წყაროდან ენერგიის წარმოებას, ასევე ნახშირბადის ემისიების შემცირებასა და ეკოლოგიურად სუფთა მომავლის შექმნას.