ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქალაქ ათენში, ისტორიულ შენობაში „The Hellenic Armed Forces Officers' Club“ ქართული ღვინის დეგუსტაცია და საზეიმო მიღება გაიმართა.
დეგუსტაციაში მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის მწარმოებელმა 22 კომპანიამ, რომლის წარმომადგენლებსაც ღონიძიების ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ ადგილობრივ პოტენციურ პარტნიორებსა და ღვინის პროფესიონალებს.
საზეიმო მიღებას დაესწრნენ საბერძნეთში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები.
ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დაესწრო.
აღსანიშავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში დაინტერესება დიდია ქართული ქვევრის ღვინის მიმართ.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, აღნიშნული ღონისძიება საბერძნეთში პირველი მასშტაბური ღონისძიებაა ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის კუთხით.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.