golden brand
ავერსი ნემო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მზარდ ბიზნეს გაერთიანებას კიდევ ერთი გამორჩეული კომპანია „ორკინი საქართველო“ შეუერთდა, რომელიც ამერიკული მულტინაციონალური ბრენდის, ORKIN-ის დამოუკიდებელი, ლიცენზირებული ფრენჩაიზია. თავად გლობალური ბრენდი დარგში 1901 წლიდან საქმიანობს და მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი დამოუკიდებელი ფრენჩაიზისა და შვილობილი კომპანიების სახით. აღსანიშნავია, რომ ORKIN-ი წარმოადგენს Rollins, Inc.-ის შვილობილ კომპანიას, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა (NYSE) კვოტირებული და ავტორიტეტული S&P 500 ინდექსის შემადგენლობაში შედის.

„ორკინი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან საქმიანობს. კომპანია მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალურ მომსახურებას (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და სხვა პროფესიონალური დანიშნულების სერვისები) სთავაზობს, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომერციულ სექტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა პირდაპირ კავშირშია შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობასთან, სურსათის უვნებლობასთან, ჰიგიენა-სანიტარიასთან, მომხმარებლის ჯანმრთელობასთან, შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან. დღეისათვის „ორკინი საქართველო“ 100-მდე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს აერთიანებს, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით დამკვეთებს მეცნიერულ ცოდნასა და დარგში საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ მომსახურებას სთავაზობენ.

68