2026 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში გაყინული თევზის იმპორტი ღირებულებაში 40%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებულია 5.3 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 1 627 ტონა გაყინული თევზი, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში 3.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 474 ტონა.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს გაყინული თევზის იმპორტი 26.7%-ით გაუძვირდა. ასე მაგალითად, თუ წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 3.27 დოლარია, გასულ წელს ღირებულება 2.58 დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების თევზი ჩილედან იყიდა. კერძოდ, ჩილეს წილი გაყინული თევზის მთლიან იმპორტში 35.7%-ს შეადგენდა.
უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების გაყინული თევზის იმპორტი განახორციელა, ასე გამოყურება:
ჩილე - 1.908 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 273 ტონა;
აშშ - 956.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 338 ტონა;
არგენტინა - 509.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 241 ტონა;
ესპანეთი - 331.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 160 ტონა;
დანია - 200.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 51 ტონა.