gorgia
ავერსი legi

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საზამთროს იმპორტი ღირებულების კუთხით 26%-ით, ხოლო რაოდენობრივად 1.5%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებულია 58.6 ათასი დოლარის ღირებულების 140 ტონა საზამთრო, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში - 46.6 ათასი დოლარის ღირებულების 138 ტონა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს საზამთროს იმპორტი 24%-ით გაუძვირდა. ასე მაგალითად, შარშან იანვარ-მარტში თუ 1 კგ. საზამთროს საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 34 ცენტი იყო, წელს ღირებულება 42 ცენტრამდე გაიზარდა.

რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ საზამთროს იმპორტო მხოლოდ სამი ქვეყნიდან - ირანი, ნიდერლანდები, თურქეთი - განახორციელა. აღსანიშნავია, რომ რაოდენობის კუთხით ყველაზე დიდი წილი - 90.7% ირანს ეკავა.

კერძოდ, 2026 წლის საანგარიშო პერიოდში საზამთროს იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

ირანი - 41.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 127 ტონა;
ნიდერლანდები - 16.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 12 ტონა;
თურქეთი - 400 აშშ დოლარის ღირებულების 800 კგ.

73