janmedi
ავერსი ნემო

ქართულ საფინანსო ბაზარზე ოპერირებას კიდევ ერთი კომერციული ბანკი იწყებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განკარგულების შესაბამისად, სს „ნეო ქართულ ჯგუფს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია უკვე მიენიჭა. შედეგად, ამ დროისთვის საქართველოში ლიცენზიის მქონე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. 

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, სს „ნეო ქართული ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია სს „ქართული პირველი ციფრული ჯგუფია“. ამ უკანასკნელის ერთადერთი აქციონერი და მესაკუთრე ლატვიის მოქალაქე იურის ლეონენკოა.

რეესტრის მიხედვით, „ნეო ქართული ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იურის ლეონენკო იკავებს, მისი მოადგილე არის გრიგორი მორჩილაძე, სამეთვალყურეო საბჭოს მესამე წევრი კი თამარ ტყეშელაშვილია. რაც შეეხება დირექტორთა საბჭოს, გენერალური დირექტორის პოსტს კახაბერ კოდუა იკავებს, ფინანსური დირექტორის თანამდებობას - თეონა გიორგობიანი, ხოლო რისკების მართვას ლაშა მაზანაშვილი უხელმძღვანელებს.

სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, „ნეო ქართული ჯგუფის" განთავსებული კაპიტალი 61.3 მლნ ლარს შეადგენს. კომპანიის კაპიტალი დაყოფილია 100 000 ჩვეულებრივი აქცია, თითოეული 613 ლარის ნომინალური ღირებულებით. ბანკის დამტკიცებული წესდების მიხედვით, „ნეო ქართული ჯგუფი“ განახორციელებს დეპოზიტების მოზიდვას, სამომხმარებლო, იპოთეკური და კომერციულ დაკრედიტებას, საგადახდო ბარათების გამოშვებასა და ონლაინ ანგარიშსწორებას. ამასთან, ახალი ბანკი გეგმავს ინსტიტუტი გეგმავს ვირტუალური აქტივების (კრიპტოაქტივების) ურთიერთგაცვლას, გადაცემასა და შენახვასთან დაკავშირებული სერვისების განვითარებასაც.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს რეესტრის თანახმად, „ნეო ქართული ჯგუფი" 2025 წლის სექტემბერში დაფუძნდა, მისი 100%-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება “ქართული პირველი ციფრული ჯგუფი" კი 2025 წლის აპრილში.

136