gorgia
ავერსი legi

საქართველოში საწვავის ფასები კვლავ განაგრძობს ზრდას, რაც დიდწილად გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

ბოლო სავაჭრო დღის მონაცემებით, Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 0.25%-ით გაიზარდა და 105.3 დოლარს მიაღწია. პარალელურად, WTI crude oil-ის ღირებულება 1.51%-ით შემცირდა და 94.40 დოლარი შეადგინა.

WTI ნავთობის ფასის კლებას წინ უსწრებდა თეთრი სახლის განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ გეგმავს ელჩების გაგზავნას პაკისტანში, სადაც ირანის ოფიციალური პირებიც იმყოფებიან. ამ ფაქტმა ბაზარზე მოლოდინი გააჩინა, რომ ამერიკასა და ირანს შორის შეჩერებული მოლაპარაკებები შესაძლოა, განახლდეს და ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება ეტაპობრივად აღდგეს.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური მოლაპარაკებების გამართვას ამ ეტაპზე არ გეგმავს, რაც ბაზარზე გარკვეულ გაურკვევლობას ტოვებს.

როგორც Trading Economics-ი წერს, მოლაპარაკებების პოტენციურმა პერსპექტივამ კვირის დასაწყისში ფასებში ჩადებული გეოპოლიტიკური რისკის პრემია ნაწილობრივ შეამცირა. თუმცა, საერთო სურათი მაინც განსხვავებულია, კერძოდ, WTI-ის ფასი კვირის განმავლობაში დაახლოებით 13%-ით გაიზარდა, რაც მარტის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია. ეს ზრდა განპირობებულია იმით, რომ ნავთობის ერთ-ერთი მთავარი საზღვაო მარშრუტი კვლავ მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ის მხრიდან დაწესებული საზღვაო ბლოკადა კვლავ აფერხებს ირანული ნედლი ნავთობის ექსპორტს. ანალიტიკოსების შეფასებით, მაშინაც კი, თუ ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება, ნავთობის მიწოდების ჯაჭვების ნორმალიზებას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს, რაც გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების ზრდაზე ზეწოლას შეინარჩუნებს.

საერთაშორისო ტენდენციები პირდაპირ აისახება საქართველოზეც, სადაც საწვავის ფასები მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ არასტაბილურობისა და ზრდის რისკის ქვეშ რჩება. ქვეყანაში საწვავის ფასების ზრდა მარტის დასაწყისიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 5-დან 12-თეთრამდე გაძვირდა.

 

72