gorgia
ავერსი legi

„საქკაბელისა“ და „ჰელიოს ენერჯის“ პარტნიორობით სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერისიმედში, 835 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგური მოეწყო. პროექტის სამონტაჟო სამუშაოებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული „საქკაბელის“ წარმოების კაბელები იქნა გამოყენებული. სადგურის წლიური საპროგნოზო გამომუშავება 1,210,750 კვტ.სთ-ს შეადგენს. ელ-სადგური ნუშის ბაღების მეურნეობასა და სარწყავ სისტემებს უზრუნველყოფს ელ-ენერგიით.


„მზის ელექტროსადგურის მშენებლობისას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა კომპონენტს - შერჩეული უნდა იყოს ისეთი კომპონენტები, რომლებიც მინიმუმ 20 წელი იქნება ექსპლუატაციაში. განსაკუთრებით მნიშვნელობა კი, კაბელს ენიჭება. აღნიშნულ პროექტში გამოვიყენეთ კომპანია "საქკაბელის" მუდმივი დენის კაბელი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და მედეგობით მკაცრი კლიმატური პირობების მიმართ.


"ჰელიოს ენერჯი" 7 წელზე მეტია, რაც ბაზარზეა და ახორციელებს მზის ელექტროსადგურების მშენებლობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორების ყოლა, რომლებიც აწარმოებენ მაღალი ხარისხის პროდუქციას და სწორედ ასეთი კომპანია არის "საქკაბელი"“- თორნიკე დარჯანია, „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი.


„საქკაბელის“ შესახებ:

„საქკაბელი“ 67-ე წელია ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას იკავებს და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით რვა შოურუმს, სამ სასაწყობე სივრცეს, სადილერო და სადისტრიბუციო ქსელებს აერთიანებს. “საქკაბელის” პროდუქცია, მომხმარებელთან გაგზავნამდე, დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

(R)

167