საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერმა კომპანია „საქკაბელმა“ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი თურქეთში განახორციელა, სადაც პროდუქცია ადგილობრივ სათხილამურო კურორტზე ხელოვნური გათოვლიანების პროექტს მოხმარდა. პროექტი ხელოვნური გათოვლიანების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, TechnoAlpin-მა განახორციელა, რომელმაც „საქკაბელის“ პროდუქციაზე არჩევანი საკუთარი ინოვაციური დანადგარების საიმედო და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველსაყოფად გააკეთა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული „საქკაბელის“ ძალოვანი კაბელები ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ძირითადი კომპონენტების დასაკავშირებლად და ელექტროენერგიით მოსამარაგებლად იქნა გამოყენებული. საკაბელო პროდუქცია ზამთრის რთულ პირობებში, მთლიანი სისტმის სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს.
“მოხარული ვართ, რომ „საქკაბელის“ პროდუქცია წარმატებით იქნა გამოყენებული მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტში. TechnoAlpin-ი ხელოვნური გათოვლიანების ტექნოლოგიების გლობალური ლიდერია. „საქკაბელის“ პროდუქციის მიმართ მათ მიერ გამოცხადებული ნდობა კი, „საქკაბელის“ უმაღლესი სტანდარტებისა და საიმედოობის კიდევ ერთი დასტურია. ეს პარტნიორობა კიდევ მეტად აძლიერებს „საქკაბელის“, როგორც საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის როლს საერთაშორისო ბაზარზე“, – „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.
“ძალიან კმაყოფილები ვართ „საქკაბელთან“ ერთად განხორციელებული კოლაბორაციით. TechnoAlpin-ისთვის ხელოვნური გათოვლიანების სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საიმედო ელექტრო და საკონტროლო კავშირები უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი ზამთრის რთულ პირობებში. თურქეთში განხორციელებული პროექტის ფარგლებში „საქკაბელმა“ მაღალი ხარისხის ძალოვანი კაბელები მოგვაწოდა, რომელიც ხელს უწყობს სტაბილურ ელექტრომომარაგებას და ეფექტურ მონტაჟს“, – TechnoAlpin-ის რეგიონული მენეჯერი, კრისტიან იოხერი.
აღნიშნული თანამშრომლობა ხაზს უსვამს „საქკაბელის“, როგორც სანდო საერთაშორისო პარტნიორის მზარდ როლს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ პროექტებში. საიმედო საკაბელო გადაწყვეტებზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, „საქკაბელი“ განაგრძობს საექსპორტო ქსელის გაფართოებას და საერთაშორისო პარტნიორობების გამყარებას.
(R)