jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილი იყო  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ბრძანების მოქმედების შეჩერება, დაკმაყოფილდა.  ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს ხანებში შეძლებს.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვალერიანე ფილიშვილის განჩინებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება, ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ, შეჩერებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა. 
 
ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი გასულ კვირას, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან მეორე დღესვე, 2021 წლის 9 დეკემბერს შეიტანა. კანონმდებლობით გათვალისწინებული წილთა გადანაწილების თანაფარდობა „მაივეი ეარლაინსის“  ბენეფიციარ მესაკუთრეთა შორის, რომელზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა. 
 
„მაივეი ეარლაინს“-ი არის ქართული ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვა-გადაყვანის ოპერაციებს. კომპანიას ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOჩ) და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (OL) 2018 წლის დასაწყისში მიენიჭა. ავიაკომპანიის ავიაპარკი ბოინგ 737-800  ტიპის ორი სამგზავრო და ბოინგ 737-700 ტიპის სატვირთო თვითმფრინავით არის წარმოდგენილი.
827