
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასი გაიაფებას განაგრძობს. 20 მაისის შემდეგ ქვეყანაში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის ღირებულება 4-6 თეთრით არის შემცირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ მარტის ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულების შემცირება დაიწყო. საქართველოში საწვავის რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად, ქვეყნის შიგნით საწვავის კიდევ უფრო მეტად გაიაფებასაც პროგნოზირებდნენ. მაისის დასაწყისში ბენზინის და დიზელის ღირებულება 9-10 თეთრით შემცირდა, 20 მაისის შემდეგ კი ზოგიერთ გასამართ სადგურზე საწვავი კიდევ 4-6 თეთრით გაიაფდა.
დღეის მონაცემებით საწვავის ფასი ასეთია:
ეკო სუპერი - ₾3.39; კლება - 4 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾2.97; კლება - 5 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾2.91; კლება - 6 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾2.83; კლება - 6 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾2.79; კლება - 6 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾2.78; კლება - 6 თეთრი;