gorgia
ავერსი legi

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „კრედო ბანკი" და 6 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააჯარიმა.

5 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, „კრედო ბანკი“ 60 000 ლარით შემდეგი მიზეზებით დაჯარიმდა:

  • შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევის გამო;
  • 6 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელდა კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, გარიგების, საქმიანობის, ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა;
  • 2 კლიენტთან მიმართებით, რისკის შესაბამისად არ განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის განახლება;
  • 1 კლიენტთან მიმართებით, კომერციულმა ბანკმა არ განახორციელა შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება;
  • 1 კლიენტთან მიმართებით, გამოვლინდა პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა.

რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, ჯარიმის საფუძვლები მრავალფეროვანია და უკავშირდება პირისთვის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტებს, ფულადი სახსრების წარმომავლობის არ შესწავლას, ოპერაციების შესახებ ანგარიშგების წარუდგენლობას, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობას, ოპერაციების არასათანადო აღრიცხვას, ელექტრონული სისტემის ხარვეზებს და ა.შ.

დაჯარიმებული ობიექტები შემდეგია:

  • შპს „ქეშ პოინტ“ 145 000 ლარით - აქედან ყველაზე დიდი, 127 000 ლარის ჯარიმა უკავშირდება პირისთვის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის 127 შემთხვევას;
  • ი.მ. „გენადი ქართველიშვილი" დაჯარიმდა 35 000 ლარით;
  • ი.მ „მაგული ასანიძე“ დაჯარიმდა 23 000 ლარით;
  • შპს „ქეშ პოინტ“ დაჯარიმდა 28 000 ლარით;
  • შპს „ექსინვესტი“ დაჯარიმდა 21 000 ლარით;
  • შპს „გრანდ მონეტა საქართველო“ დაჯარიმდა 13 000 ლარით.
92