gorgia
ავერსი legi

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს, – ამის შესახებ სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N 4).

„შემოწმების დროს გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ზედაპირებისა და სურსათთან შეხებაში მყოფი ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები.

ამავდროულად, მეწარმე ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა“, – აცხადებენ სეს-ში.

მათივე ცნობით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით მეწარმე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობონ ცხელ ხაზს – 1501. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა!“, – აცხადებენ სეს-ში.

66