jan-medi
ავერსი საქკაბელი

 “მაკდონალდსის” ახალი 24-ე რესტორანი თბილისში გოთუას #7 ნომერში  მდებარეობს, მეორე (#25) კი  ვაჟა-ფშაველას #71-ში. 

გოთუაზე 7 ნომერში მომხმარებლებს ეკომეგობრულ გლობალურ სტანდარტები დახვდებათ.  მზის პანელებით, ელექტრო ავტომობილების დამტენებით და ცოცხალი მწვანე კედელით. 

 460622075 844669451191299 6455455210867228536 n

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ციფრული სისტემებით აღჭურვილი მაკდრაივი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. 

460339826 844671941191050 5890323829468736583 n

ასევე, რესტორანში დაგხვდებათ პრემიალური ინტერიერი, ღია ტერასა, სარეკრეაციო ზონა, გასართობი ოთახი, დაბადების დღის დარბაზი, განახლებული თვითმომსახურების კიოსკები, შშმ პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურა და მაკკაფეს კუთხე ახალი დესერტებით.

"მაკდონალდს საქართველო" წელს 25 წლის გახდა და სიმბოლურია, რომ რიგით 25-ე რესტორნის წითელი ლენტიც სწორედ წელს გაიჭრა, რომელიც ვაჟა-ფშაველას N71-ში მდებარეობს. 

461855127 853622753629302 9007510778889528539 n

461870935 853583226966588 4043876224747868393 n

67