gorgia
ავერსი legi

"თიბისი ბანკი საქართველოს" გენერალური დირექტორის პოზიციას გიორგი თხელიძე (ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას) დაიკავებს. თიბისის მენეჯმენტში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. 

"თიბისი ჯგუფის" სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო და საქართველოს ბაზრებზე შემდგომი განვითარება და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა. ამ მიზნით "თიბისი ჯგუფის" მენეჯმენტში ცვლილებები განხორციელდა", - ნათქვამია "თიბისის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ვახტანგ ბუცხრიკიძემ "თიბისი ბანკის" გენდირექტორის პოზიციიდან "თიბისი ჯგუფის" გენდირექტორის თანამდებობაზე გადაინაცვლა. ხოლო მისი ადგილი ბანკში გიორგი თხელიძემ დაიკავა.

"გიორგი თხელიძე "თიბისი ბანკს" 2014 წელს შემოუერთდა რისკების დირექტორის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლიდან დღემდე "თიბისი ბანკში" იკავებს კორპორაციული, საინვესტიციო და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორის პოზიციას.

გიორგის საერთაშორისო ფინანსური მომსახურების სფეროში მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. თიბისიში მოსვლამდე ის მუშაობდა დიდ ბრიტანეთში Barclays Investment Bank-ში, სადაც ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფში (FIG). კარიერის ადრეულ ეტაპზე, საქართველოში, გიორგი იკავებდა წამყვანი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის პოზიციას.

გიორგი არის სტენფორდის აღმასრულებელი პროგრამის (SEP) კურსდამთავრებული, ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის (LBS) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA), ნოტინგემის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო კომერციულ სამართალში (LLM) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციაში", - ნათქვამია "თიბისის" გავრცელებულ განცხადებაში.

94