ეს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ზრდაში - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
"ეს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ზრდაში პროექტის ინვესტიცია 2 მლრდ დოლარს მოიცავს და 600 000 კვ.მ ფართობზე 6 ცათამბჯენი აშენდება, თუმცა პროექტის სიდიადე მხოლოდ მისი მასშტაბით არ შემოიფარგლება. პირველ რიგში ეს არის საქართველოს ნდობის გამოხატულება მისი ეკონომიკის, სტაბილურობის და განვითარების დინამიკისა და გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ“ - განაცხადა მინისტრმა.