global distribution
გარე ავეჯი

საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

შეზღუდვა შეეხება სამინისტროებს, მათ სისტემაში შემავალ უწყებებს, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, თვითმმართველობის ორგანოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხზე მსჯელობისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ლაშა ავალიანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე. პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა რეფორმის შემდეგი ეტაპია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ისეთი რეგულაციის შემუშავება, რაც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

50