ზამთარი მოდის, ტემპერატურა სწრაფად მცირდება. ტემპერატურის კლებასთან ერთად გათბობის სისტემა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. სწორედ ამიტომ, გათბობის ქვაბი, როგორც სისტემის მთავარი ელემენტი, განსაკუთრებული ყურადღებას მოითხოვს.
MARAZZI — იტალიური ბრენდი, რომელიც მაღალ ხარისხსა და საიმედოობას ნიშნავს. ხოლო საქართველოში MARAZZI-ის ექსკლუზიური და ოფიციალური დისტრიბუტორი გახლავთ Global DISTRIBUTION, გთავაზობთ Marazzi-ს გათბობის სისტემების ფართო არჩევანს.
ქვაბის არჩევა იწყება იმით, თუ რა ფუნქცია უნდა შეასრულოს მოწყობილობამ. იმ შემთხვევაში თუ გათბობის სისტემა მხოლოდ ოთახების გასათბობად გჭირდებათ, საკმარისი იქნება ერთკონტურიანი მოდელი. ხოლო, როცა ცხელი წყალიც აუცილებელია, საუკეთესი არჩევანია ორკონტურიანი ქვაბი, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს როგორც გათბობას, ისე წყლის მიწოდებას. ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მომგებიანია კონდენსაციური ქვაბის შეძენა, რომელიც მომავალში კომუნალურ ხარჯებს მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ.
MARAZZI-ს გათბობის ქვაბები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მზადდება, თქვენი ზამთრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა,
MARAZZI სთავაზობს მომხმარებლებს სხვადასხვა სიმძლავრის ქვაბებს, როგორც Wi-Fi მხარდაჭერით, ასევე მის გარეშე, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად მართოთ სითბო დისტანციურად ან კლასიკური რეჟიმით. ეს ბრენდი ცნობილია მაღალი ხარისხით, საიმედოობითა და ენერგოეფექტურობით, რაც ზამთრისთვის სრულ კომფორტს უზრუნველყოფს.
გათბობის სისტემის დაგეგმვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შენობის ტიპს, ფართობსა და თბოიზოლაციის ხარისხს. სწორად შერჩეული ქვაბი უნდა შეესაბამებოდეს სივრცის ზომას და ტემპერატურის შენარჩუნების მოთხოვნებს. უმჯობესია, სპეციალისტთან კონსულტაციით განისაზღვროს მოწყობილობის სიმძლავრე და ტიპი, რათა მომავალში არასაჭირო დანახარჯები აიცილოთ თავიდან.
სწორედ ამიტომ გლობალ დისტრიბუშენი პროდუქტთან ერთად გთავაზობთ ოფიციალური სერვისის მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.
საბოლოოდ, გათბობის ქვაბის შერჩევა მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის — ეს ინვესტიციაა თქვენი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის. MARAZZI-ის მაღალი ხარისხის ქვაბები GLOBAL DISTRIBUTION-ისგან საშუალებას გაძლევთ ზამთრის თვეები მშვიდად, თბილად და ეფექტურად გაატაროთ.