
შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს, სამშენებლო სექტორში, 1176 ინსპექტირება ჩატარდა. მათგან სამუშაო პროცესი შეუჩერდა 218 სამშენებლო ობიექტს, ხოლო გაფრთხილება მიეცა 295 ობიექტს.

ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის შემდეგ პროექტის „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“ შეხვედრები გორსა და თელავში გაიმართება.

თიბისის მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია მშენებლობის 8 169 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტით მეტია.

საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Global Finance-სგან თიბისიმ რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის, საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო კორპორაციული ონლაინ UX (სამომხმარებლო გამოცდილება) მსოფლიოში.

დელეგაციის ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ჩინური მარკეტინგული კომპანიის „China National Association for Liquor and Spirits Circulation“ ორგანიზებით განხორციელდა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში.

დევნილთა სააგენტომ სადაზღვევო კომპანია ,,არდისა“ და სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "ჯი დი ჯგუფს 2 638 671.30 ლარის ხოლო შპს "არდი დაზღვევას" 8 363 821,20 ლარის გადახდა დაეკისრა.

საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა იზრდება. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, წელს ნავთობის მოპოვება 200%-ით, გაზის კი 140%-ით არის გაზრდილი.

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამით, 13,000 ტონამდე ვაშლი გადამუშავდა - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.