ილონ მასკი twitter-ს აღარ შეიძენს - ის კომპანიასთან 44 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას წყვეტს. ინფორმაციას "ვაშინგტონ პოსტი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშინგტონში და ნიუ იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებს, მაღაზიების მფლობელებს და მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ჯპს-ი“ მომხმარებლებს 50%–იან ფასდაკლებას სთავაზობს ნებისმიერ ლაბორატორიულ გამოკვლევაზე, –ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" საჯარო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.
გალიფ ოზთურქი 500 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა. დღეს სასამართლომ ბიზნესმენის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე განიხილა, რომლის მიხედვითაც, გალიფ ოზთურქს მარიხუანას შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ედავებიან.
კომპანიამ –"მეტრო ჰოლდინგი" მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაკავებული ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროება გადაწყვიტა.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ უნიკალურ ადგილას, უნიკალურ კურორტ წყალტუბოში და გვსურს, წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია იმის თაობაზე, როგორ ხედავს მთავრობა ამ უნიკალური კურორტის განვითარებას, როგორია ჩვენი ხედვა, გეგმა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში) დასაქმებული მეწარმე სუბიექტები 2021 წლის ქონების გადასახადისგან (რომლის დეკლარირებაც 2022 წელს არის გათვალისწინებული) გათავისუფლდნენ.
კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Seoul International Wine & Spirits Expo 2022“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში შუამდგომლობით, ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული საგენტოდან აცნობეს.