
ქარელის რაიონის სოფელ რუისში ორი თვის წინ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. კომპანიაში დასაქმებულთა მოთხოვნები უცვლელია.

თიბისი და Veli.store მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესი, რომელიც Veli.store-ზე დარეგისტრირდება როგორც ბიზნეს მომხმარებელი, შეიძენს ნებისმიერ ნივთს და გადაიხდის თიბისი ბიზნეს ნაკრების ბარათით მომენტალურად დაიბრუნებს თანხის 30% -ს (მაქსიმუმ 200 ლარს).

თანამედროვე ბიზნეს ეკოსისტემაში სტარტაპერები უკვე არც ისე ცოტა ხანია, გამოჩდნენ და მათი ინოვაციური იდეები ამ ინდუსტრიაში ნელ-ნელა თამაშის წესებს ცვლის, ახალ პროდუქტებს ქმნის და ყოველდღიურობას ამარტივებს. ადამიანების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება თიბისიც, რომელმაც წლებია, პროგრამა სტარტაპერი დააარსა.

აზერბაიჯანული კომპანია „გლასიკა“ საქართველოში მინის ბოთლების ექსპორტს იწყებს.

თიბისიმ ESG (გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის) აკადემიის დაარსება დააანონსა. აკადემიის პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 22 თებერვალს გაიმართა.

საერთო მოგების მარჟა თბილისის დეველოპერულ პროექტებში საშუალოდ 36%-ია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

რა აძვირებს უცხოეთიდან შემოსულ პროდუქტს, ვიდრე დახლებზე მოხვდება, - ამ საკითხთან დაკავშირებით დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
