საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, რისი დადგენისთვისაც თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან.
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა „ბიზნესდაჯილდოება 2020“ აქ და ახლა გამარჯვებულები გამოავლინა.
თბილისის მერია მცირე და საშულო ბიზნესს გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს. როგორც მერმა კახა კალაძემ დღეს, 22 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე განაცხადა, შეღავათები შეეხება იმ ბიზნესს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას მუნიციპალიტეტისგან ნაქირავებ მიწებზე ახორციელებენ.
საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 740 პირი, ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 188 408-მდე.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ავიაკომპანია Wizz Air-ის გენერალური დირექტორის ჯოზეფ ვარადის განცხადებით, Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში ბაზას სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულისთვის დააბრუნებს. ამის შესახებ მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
ეკონომიკის და მდგრადი მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, თუკი სავაჭრო ობიექტების გახსნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ის განსაკუთრებული ზომებით დაიტვირთება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების პროგრამას დიდი ხარვეზი აქვს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა.