

შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. აჭარის რეგიონში, ბოლო დღეების განმავლობაში 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. დაილუქა 10-მდე ობიექტი.




ქორწილების, ქელეხების და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის ობიექტები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება.



რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, სარეგისტრაციო უბნები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებშია განთავსებული.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები ტარდება.