
პიკის საათებში ავტობუსებში შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა - ვაკვირდებით თუ როგორ წავა ეს პროცესები და შეიძლება, დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მოსწავლეების ნაწილისთვის, სკოლებში, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

„პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის მწარმოებელთა დიდ ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფით მიუვიდა.

ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორი ბიზნესომბუდსმენთან ერთად, ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

გიორგი გახარიასა და კერძო სექტორს შორის შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა და გამოჩნდა რომ პრემიერი ფიქრობს ბიზნესზე. - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლმა, თემურ ჭყონიამ მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„იყო საუბარი, რომ „კომენდანტის საათი“ გადაწეულიყო 1 ან 2 საათით მაინც. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან ერთი-ორი კვირის მანძილზე და გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ამის შესახებ IG Development-ის დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, მათზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ და ისევ და ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა პანდემიური მდგომარეობიდან გამოსვლა იყო.

ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციების ხელშეწყობა არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტები და ამ პროცესში ბიზნესის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა.