ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში გავმართავთ ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომელზეც ვიწვევთ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ დამატებით საგადასახადო შეღავათებზე,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შრომის ინსპექციამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიების გამართვისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები 22 000 ლარით დააჯარიმა.
“ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ლევან სილაგავა იმედოვნებს, რომ ხორბლის მოსავლის ფონზე ფასი დაიკლებს და ფქვილზე სახელმწიფო სუფსიდირება საჭირო აღარ იქნება.
“ის რაც ჩვენ ორჯერ გავიარეთ, თუ მესამედაც მოხდა სახელმწიფო ამას უბრალოდ ვერ გადაიტანს” , - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს “რესტორატორთა ასოციაციის” თანადამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.
საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება.
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ხელმძღვანელობა მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, განხილულ იქნა აღსრულების კოდექსის პროექტი.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება, რომ სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართის გაქირავება აიკრძალოს ან შეიზღუდოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.