სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან.
მედიატორ კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.
პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა.
იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ერთადერთი ღვინის მაგისტრი - კენიჩი ოჰაში გაუძღვება, მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კი კომპანია „ღედ Bრიდგე”, სწორედ მისი ხელმძრვანელობით განახორციელებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" საქართველოს რეგიონების და დედაქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.
სოფო ჭყონია „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. შესაბამისი ჩანაწერი უკვე გაჩნდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან კომპანიის ამონაწერში.
ბავშვთა გასართობი ცენტრები, შესაძლოა, მარტის ბოლოსთვის გაიხსნას. როგორც ჟურნალისტებს გასართობი ცენტრების ასოციაცის დამფუძნებელმა გიორგი მთივლიშვილმა განუცხადა, აღნიშნული დაპირება სექტორმა შრომის ინსპექტირების სამსახურის უფროსისა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული 2021 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა და $270.3 მილიონი დოლარი შეადგინა.