
2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 761.8 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 186.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 167.3 მლნ. აშშ დოლარი).

თიბისის მხარდაჭერით, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში, ნიქოზის მეკლდეურთა საცოც დარბაზში ცოცვის ფესტივალი გაიმართა.

გავლენიანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი ზედიზედ მეორედ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერსაუკეთესო ბანკად დასახელდა.

თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.

ბბ ლიზინგსა და საქართველოს სალიზინგო კომპანიას შორის პორტფელის გასხვისების მორიგი შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, საქართველოს სალიზინგო კომპანიის კორპორაციული პორტფელის ნაწილი სამართავად ბბ ლიზინგს გადაეცა.

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუ“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, აცხადებს ბლოგების და ვიდეოების კონკურსს „ჩემი გზა ემიგრაციაში”.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, თუ როგორ მოემზადოს ცივი სეზონისთვის. ამ საკითხზე სასაუბროდ შევხვდით კომპანია "ცელსიუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსს, სოფო ახალაიას.

„თიბისის“ ინფორმაციით, 26 სექტემბერს, „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში ღონისძიება - „შენი წარმატების გზა” ტარდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთებით ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს “ელ.ბილეთებთან“ (www.biletebi.ge) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.