საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის „მწვანე ობლიგაციები“ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე EURONEXT Dublin-ზე განათავსა.
კომუნიკაციების კომისიამ, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ბაზარზე არსებული არაკონკურენტული მდგომარეობის გამოსწორებისა და ბაზრის გახსნის მიზნით მას სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა.
თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაკეთდა, აერთიანებს ყველა საბანკო პროდუქტს თუ არასაბანკო მხარდაჭერას, რაც ბიზნესს სჭირდება განვითარებისა და წარმატებისთვის.
ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია უშუალოდ ემიგრანტთა გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
2024 წლის მეორე კვარტალის ფინანსური შედეგებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6 %-ით გაიზარდა და 3.67 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 2.68 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ზრდა 478 მილიონი ლარია.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მხოლოდ კონკრეტული ნაწარმის მწარმოებლისთვის ლიცენზიის შემოღება ემსახურება კონკრეტული ბიზნესსუბიექტის ფინანსურ ინტერესებს.
25 ივლისს, თელავში თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსია, ხუთშაბათის შეხვედრების მორიგი სესია ჩატარდება.
iPhone-ის დიზაინის ყველაზე დიდი განახლება - როდის წარადგენს Apple პირველ დასაკეც iPhone-ს? 2026 წელს
Apple პირველ დასაკეც iPhone-ს, სავარაუდოდ, 2026 წელს წარადგენს. ამის შესახებ Reuters წერს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველ ნახვარში, საქართველოდან ღვინო ექსპორტზე 61 ქვეყანაში გავიდა.
თიბისის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე #80-ში, „წისქვილი ჯგუფის“ რიგით მე-8 რესტორანი - „წისქვილი ტერასა“ გაიხსნა, რომელიც სტუმრების მასპინძლობისათვის უკვე მზადაა.