jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 გიორგი მიქაუტაძე კარიერას „აიაქსში” გააგრძელებს – საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელმა ამსტერდამში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ნიდერლანდულ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა.

მედიის ცნობით, „აიაქსსა“ და „მეცს“ შორის მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში დაიწყო და წარმატებით დასრულდა. გიორგი მიქაუტაძეს ხუთი გუნდი იწვევდა, მაგრამ „ლიონს“, „რენს“, „შეფილდსა“ და „ლაციოს“ „აიაქსი“ ამჯობინა.


არსანისნავია, რომ გიორგი მიქაუტაძე შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ მესამე ქართველი მოთმაშეა, რომელიც „აიაქსში“ ითამაშებს.

კონტრაქტის გაფორმებისა და წარდგენის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე დაუყონებლივ შეუერთდა „აიაქსის“ მოთამაშეებს და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„აიაქსმა“ მიქაუტაძესთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ამსტერდამელები „მეცს“ ტრანსფერში 16 მილიონ ევროს გადაუხდიან, მაგრამ ბონუსების ჩათვლით, ფრანგული კლუბის შემოსავალი 19 მილიონ ევრომდე გაიზარდება.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ტრანსფერზე კომენტარიც გააკეთა. მიქაუტაძის თქმით, „აიაქსში“ გადასვლა მისთვის თავიდანვე პრიორიტეტული იყო.

ავტორი
სანდრო ჭითანავა
715