jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

იტალიურმა მედია საშუალებებმა  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ მოლაპარაკებები კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით არ შედგა და ვითარება გართულდა.

გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციების მიხედვით, კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი საქართველოში ისე დაბრუნდა, „ნაპოლის“ პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ამასთან დაკავშირებით, „ნაპოლიმ“ საგანგებო განცახდება გაავრცელა და ინფორმაცია უარყო.

„ზოგიერთი მედიასაშუალება, ერთადერთ წყაროდ ფეხბურთელის აგენტები რომ ჰყავთ, აგრძელებენ კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესახებ სავარაუდო მიმდინარე მოლაპარაკებების გაშუქებას. ამაზე საუბარი სისულელეა.

„ნაპოლიდან“ კონტრაქტის შესაძლო გაგრძელებაზე (ხელშეკრულება 4 წელიწადში იწურება) ფეხბურთელთან არავის უსაუბრია – არც მაურო მელუსოს, არც მაურიციო მიშელს, არც აურელიო დე ლაურენტისს და არც ანდრეა კიაველს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ავტორი
სანდრო ჭითანავა
593