jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგის „ფატიჰ კარაგიუმრუკს“ ჩაიბარებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახურზე დაყრდნობით თურქული ტელეკომპანია ntv.com-ი ავრცელებს.

„თურქეთის სუპერლიგის „ფატიჰ კარაგიუმრუკმა“ „ანტალიასპორთან“ მარცხის შემდეგ ალფარსლან ერდემი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ წითელ-შავებმა განაცხადეს, რომ შოთა არველაძესთან პრინციპული შეთანხმება მიღწეულია“, – ვკითხულობთ ntv.com-ის ვებგვერდზე.

„ფატიჰ კარაგიუმრუკი“ თურქეთის სუპერლიგაში გამართული 15 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-11 პოზიციაზეა და ევროზონას 9 ქულით ჩამორჩება.

ქართველი მწვრთნელი ბოლოს ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდში, „ჰალ სიტიში“ მუშაობდა.

160