მცურავი
ავერსი ალუტექ ჯორჯია
მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მუშაობა დროებით შეაჩერა.

IOC-ში განაცხადეს, რუსეთმა დაარღვია ოლიმპიური ქარტია, როდესაც საკუთარ შემდგენლობაში შეიყვანა დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპაროჟიეს ოლქების სპორტული ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ექვემდებარებიან.

"რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს აღარ აქვს უფლება იმოქმედოს როგორც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, როგორც ეს განსაზღვრულია ოლიმპიური ქარტიით და ვერ მიიღებს რაიმე დაფინანსებას ოლიმპიური მოძრაობისგან“, - ნათქვამია IOC-ის გადაწყვეტილებაში.

ორგანიზაციამ დასძინა, რომ IOC-ის 2023 წლის 28 მარტის რეკომენდაციები საერთაშორისო შეჯიბრებებზე ინდივიდუალური რუსი სპორტსმენების დაშვების შესახებ ძალაში რჩება. IOC ასევე იტოვებს უფლებას, მოგვიანებით გადაწყვიტოს ცალკეული რუსების მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში 2024 და 2026 წლებში, როგორც ნეიტრალური სპორტსმენების.

171